თამთა მეგრელიშვილი: საქართველოში ფასების საერთო დონის კლება შეინიშნება, რაც საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესების კიდევ ერთი დასტურია
საქართველოში ფასების საერთო დონის კლება შეინიშნება, რაც საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესების კიდევ ერთი დასტურია, – ამის შესახებ Facebook-ზე იურისტი თამთა მეგრელიშვილი წერს.
„FAO-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით 2022 წლის ივნისში სასურსათო პროდუქტებზე ფასების დონე 23,1%-ით გაიზარდა მაგალითად ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში ფასების რეკორდული ზრდა ფიქსირდება.
მაგალითად, თურქეთში ინფლაციის 78,6% დაფიქსირდა, სომხეთში 10,3%, აზერბაიჯანში 14,2%, რუსეთში 15,9%, უკრაინაში კი – 21,5%. აშშ-ში ივნისში 9,1% დაფიქსირდა, დიდ ბრიტანეთში – 9,4%, გერმანიაში – 7,6%. ხოლო ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელმა 8,6% შეადგინა და ეს ზრდის პროცესი გრძელდება.
ამ ყველაფრის ფონზე საქართველოში ფასების საერთო დონის კლება შეინიშნება. რაც საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესების კიდევ ერთი დასტურია. ივნისში ინფლაციის დონემ 11,5% შეადგინა და 1,3%-ით გაუმჯობესდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო, წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა.
საქართველოში პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება 14,9%. სწორედ ამ მონაცემებით გახდა საქართველო ერთადერთი ქვეყანა რეგიონსა და ევროპის კონტინენტზე რომელმაც ამ რთულ დროს ასეთ შედეგებზე გასვლა შეძლო. მშვიდობასა და სტაბილურობას ასეთი შედეგი მოაქვს!“ – წერს მეგრელიშვილი.