ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინგ-ვენმა კუნძულზე ვიზიტად მყოფ, აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერ ნენსი პელოსისთან გამართა შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ “ტვიტერში” ფოტოები გაავრცელა და მცირე მინაწერი დაურთო.
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი სპიკერ პელოსის და მინდა, ვაღიარო ტაივანის მიმართ მისი დიდი ხნის მხარდაჭერა. თქვენი ვიზიტი არა მხოლოდ ასახავს შეერთებული შტატების კონგრესის მტკიცე მხარდაჭერას ორმხრივი ურთიერთობების მიმართ, არამედ მსოფლიოს უგზავნის სიგნალს, რომ საერთო გამოწვევების წინაშე დემოკრატიები ერთად არიან”, – დაწერა ტაივანის პრეზიდენტმა.