მარინა ენდელაძე – ყირიმ-კონგოზე: თუ ცხელება, ტემპერატურის მატება დაფიქსირდა, აუცილებლად უნდა მიაკითხონ ექიმს
“ეს გახლავთ ვირუსული ინფექცია, მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა ჯგუფს და ხშირად სოფლის მეურნეობის მუშაკებს ემართებათ”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ ყირიმ-კონგოზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ცხელების, ტემპერატურის მატების დაფიქსირების შემთხვევაში, ადამიანებმა აუცილებლად ექიმს უნდა მიმართონ.
“ეს გახლავთ ვირუსული ინფექცია, მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციათა ჯგუფს და ხშირად სოფლის მეურნეობის მუშაკებს ემართებათ ეს, რომლებმაც შეიძლება, ტკიპა გაჭყლიტონ. ასეთი შემთხვევები ხშირი გვაქვს და ამ შემთხვევაში ხდება ამ საკმაოდ მძიმე ვირუსული ინფექციის გადაცემა. თუკი ასეთი შემთხვევა იყო და ცხელება, ტემპერატურის მატება დაფიქსირდა, აუცილებლად უნდა მიაკითხონ ექიმს, რომ დროულად მოხდეს, თუ დაინფიცირებულია, ამ შემთხვევაში, დიაგნოსტირება”, – განაცხადა ენდელაძემ.