ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და მისი განხორციელების შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელა.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დაგეგმილი თითოეული რეფორმა, პროგრამა, პროექტი მოქალაქეების პირობების გაუმჯობესებას, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას და ქვეყნის გაძლიერებას ემსახურება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები