ირაკლი კობახიძე: ნიკანორ მელიამ, რეალურად, გათქვა ტაქტიკა, რომელიც სააკაშვილის ადვოკატებს აქვთ
“მარტივი ტაქტიკური მანევრია”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ქართული პოლიტიკიდან საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
მისივე თქმით, ნიკა მელიამ, რეალურად, გათქვა ტაქტიკა, რომელიც სააკაშვილის ადვოკატებს აქვთ.
„ნაცმოძრაობის“ ფორმალურმა თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ გათქვა, რეალურად, ტაქტიკა, რომელიც აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს აღარ სურს ქართული პოლიტიკა, აღარც საუბრობს ამაზე – არის მარტივი ტაქტიკური მანევრი, რაც გასაგებია ადვოკატების მხრიდან. საინტერესო ის არის, რატომ გათქვა ეს საიდუმლოება ფორმალურმა თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარტიის შიგნით არის ძალიან სერიოზული განხეთქილება და რეალურად პოლარიზაცია არის „ნაცმოძრაობის“ შიგნით“, – განაცხადა კობახიძემ.