ირაკლი კობახიძე: გუდაურში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეგვძრა, ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების, მეგობრებისა და ახლობლების უდიდეს მწუხარებას

გუდაურში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეგვძრა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

მმართველი გუნდის ლიდერი დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„გუდაურში დატრიალებულმა ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეგვძრა. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების, მეგობრებისა და ახლობლების უდიდეს მწუხარებას. ამ ტრაგედიას მათთან ერთად მთელი საქართველო გლოვობს“, – წერს ირაკლი კობახიძე Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომლის დახმარებითაც ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები