მთავრობა თეთრი ყურძნის სუბსიდირებას განახორციელებს

საქართველოს მთავრობა თეთრი ყურძნის სუბსიდირებას 35 თეთრით, ხოლო წითელი ყურძნისას 15 თეთრით განახორციელებს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“მთავრობაზე გავიდა რთვლის ახალი პროექტი, რომელიც მოიაზრებს სუბსიდირებას, თუკი ყურძენი იქნება 35 თეთრი, ხოლო წითელი ყურძენი 15 თეთრი, ეს არის საბოლოო პოზიცია”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
მინისტრმა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი 2014 წლის რთვლის ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ მთავრობის სხდომაზე დღეს წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები