სუბარი: ომის დროს საქართველოსთვის გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი სხვა მიმართულებით გაიფლანგა

   ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, აგვისტოს ომის დროს საქართველოსთვის გამოყოფილი თანხების დიდი ნაწილი სრულიად სხვა მიმართულებით გაიფლანგა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განუცხადა.
“ძალიან სამწუხაროა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ის უზარმაზარი დახმარება, რაც წამოვიდა ომის შემდეგ საქართველოში, ყველა შემთხვევაში ადეკვატურად არ იქნა დევნილებისთვის გამოყენებული. ზოგიერთ ჩასახლებაში ისე უხარისხოდ მოხდა მშენებლობა, რომ მისი გამოსწორება დღეს გვიხდება და კიდევ ძალიან ბევრი წელი დასჭირდება ამ პრობლემების მოგვარებას, რაც ფულის უყაირათოდ და არასწორად დახარჯვამ გამოიწვია. იმის ნაცვლად, რომ თანხები მოხმარებოდა დევნილებს, დიდი ნაწილი სრულიად არასწორი მიმართულებით გაიფლანგა”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები