რუსლან აბაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიორგი შარვაშიძეს შეხვდა. შეხვედრა სამუშაო ფორმატში ჩატარდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივაზე, რომელიც გულისხმობს როგორც საჯარო, ასევე, საოჯახო არქივებზე დაყრდნობით აფხაზეთის თემატიკაზე ანიმაციური სერიების მომზადებას.

“პროექტის ფარგლებში, შეიქმნება შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სამუშაო პროცესს. ჯგუფში პროფესიონალებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.
პირველ ეტაპზე, ანიმაციის ფორმატში მოხდება ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში გამოცემული წიგნის „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ გადაყვანა, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რექტორის მრჩეველი, მულტიმედია ცენტრისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტელე-კინო ხელოვნების კათედრის წარმომადგენელი, EPLO-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობისა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელები, თსუ-ის პროფესორები.
პროექტი აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციის, საზოგადოებისა და ახალგაზრდობის მეტი ჩართულობის და ინფორმირებულობის მიზნით ხორციელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები