მმართველი გუნდის ბრალია, რომ არ იმუშავეს იქ, სადაც იცოდნენ, რომ ოპოზიცია ჩადიოდა და ამ თემით აპელირებდა. არ უმუშავიათ, არ ჩაუტანიათ ფაქტები, რომ არ არსებობს ფაქტები ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ არ არის სწორი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ევროინტეგრაციის საკითხში ყველა ერთადაა და რომ ოპოზიცია მავნებლობით ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს.
„ამ საქმეში ყველა ერთად ვართ და ეს ვერ გავაგებინე ვერავის. არც ოპოზიციას ესმის და ჰგონია, რომ როცა იქ ჩადის და ამ ქვეყნის რეპუტაციას ლახავს ეს რამენაირად ვიღაცისთვის მომგებიანია. მათი განცხადებები ჩვენ ყველამ მოვისმინეთ და ვიცით, რაზე ვსაუბრობ, დამაზიანებელია ქვეყნის რეპუტაციისთვის. მმართველი გუნდიდან არ მესაუბრებიან, თუ იმიტომ არ მესაუბრებიან, რომ გავაკრიტიკე, მაშინ, ალბათ, არასოდეს დამელაპარაკებიან იმიტომ, რომ არ არსებობს დემოკრატია, სადაც არ არის კრიტიკა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.