თბილისის და ტაშკენტის მერებმა ტაშკენტში რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს
უზბეკეთში ვიზიტით მყოფმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ – ტაშკენტის მერ ჯახონგირ არტიკხოჯაევთან ერთად, ტაშკენტში მდებარე, შოთა რუსთაველის ძეგლი ყვავილებით შეამკო.
კახა კალაძემ კმაყოფილება გამოთქვა ცნობილი სკულპტორის, იაკობ შაპიროს ნამუშევრის – შოთა რუსთაველის ძეგლისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის გამო. ტაშკენტის მერის განცხადებით, ტაშკენტის მერია გეგმავს ქალაქის სიმბოლო – ტრამვაი აღადგინოს, რომელიც სწორედ რუსთაველის ქუჩაზე იმოძრავებს.
თბილისის მერი ტაშკენტში საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.