კოკა კაციტაძე: დაინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტი იმსჯელებს სოსო გოგაშვილის მიმართ შესაძლო დაზიანებაზე

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჩვენთან შემოსული შეტყობინება, სადაც ოჯახი მიუთითებდა, რომ გოგაშვილის მიმართ ძალადობრივი ქმედება განხორციელდა, – ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დაინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტი იმსჯელებს შესაძლო დაზიანებაზე.

„გამოძიება გუშინ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც არის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჩვენთან შემოსული შეტყობინება, სადაც ოჯახი მიუთითებდა, რომ გოგაშვილის მიმართ ძალადობრივი ქმედება განხორციელდა. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაინიშნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტი იმსჯელებს, შესაძლო დაზიანებაზე. ექსპერტიზის შედეგებს ველოდებით. ექსპერტიზა უკვე მიმდინარე რეჟიმში უნდა იყოს“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

კოკა კაციტაძის ინფორმაციით, დღეს გამოკითხვაზე ელოდებიან გია გაჩეჩილაძეს.

„გია გაჩეჩილაძესთან საუბარი შედგა. დღეს ველოდებით გამოკითხვაზე“, – აღნიშნა კოკა კაციტაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები