კურორტ ბეშუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კურორტ ბეშუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში  გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, მოეწყო ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების, ხალხური რეწვისა და სამუზეუმო ექსპონატების და ადგილობრივი კერძების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივები და ტურისტები ესწრებოდნენ.

აჭარის სამთო კურორტების გამორჩეულ სიამაყეს წარმოადგენს ალპურ ზონაში განლაგებული კურორტი ბეშუმი, ზღვის დონიდან 1850-2000 მეტრის სიმაღლეზე.

კურორტზე ალპური და წიწვოვანი მცენარეების საუკეთესო კომბინაცია დასვენებისთვის მიმზიდველ გარემოს ქმნის და ის ტურისტებისთვის საუკეთესო საპიკინიკე და საკარვე ადგილს წარმოადგენს, სადაც საფეხმავლო, საცხენოსნო და სათავგადასავლო ტურების განხორციელებაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები