პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევას 18 ივლისიდან გეგმავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რიგგარეშე სხდომების მოწვევას 18 ივლისიდან გეგმავს.
პრეზიდენტის განკარგულება რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პარლამენტში უკვე შევიდა და დეპუტატებს გადაეგზავნა.
შეგახსენებთ, რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე პრეზიდენტს 46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა.