ბექა დავითულიანი: აგერ არის რეკომენდაციები და მისი შესრულების გეგმა, მაგრამ თუ ამ კარში არავინ შემოვა, ჩვენი ბრალი არ იქნება

აგერ არის რეკომენდაციები და მისი შესრულების გეგმა, მაგრამ თუ ამ კარში არავინ შემოვა, ჩვენი ბრალი არ იქნება. ეს ჩვენს ძალებს აღემატება. შეგვიძლია, კარი გავხსნათ და მათ თანამშრომლობისკენ მოვუწოდოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს უძღვება და თანამშრომლობისთვის ოპონენტები მიიწვია.

“ხელისუფლებამ გააღო კარი და თქვა – გიწვევთ თანამშრომლობისთვის, 11,5 ნაბიჯს, რაც ჩემზეა დამოკიდებული, აღვასრულებ და დეპოლარიზაციაზე ნაბიჯი გადმოდგითო. ვინც ამ თანამშრომლობაზე წამოვა, მასთან ერთად მივაღწევთ დეპოლარიზაციას. აგერ არის რეკომენდაციები და მისი შესრულების გეგმა, მაგრამ თუ ამ კარში არავინ შემოვა, ჩვენი ბრალი არ იქნება. ეს ჩვენს ძალებს აღემატება. შეგვიძლია, კარი გავხსნათ და მათ თანამშრომლობისკენ მოვუწოდოთ“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები