ბექა დავითულიანი: ის, რომ ოპოზიციას დეპუტატები აკლდება, მხოლოდ მათი ბრალია და არა – ჩვენი

“ის, რომ ოპოზიციას დეპუტატები აკლდება, მხოლოდ მათი ბრალია და არა – ჩვენი”, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა კითხვას, იქნება თუ არა მმართველი გუნდის მხრიდან დეპოლარიზაციისკენ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი, ოპოზიციის მოთხოვნის გათვალისწინება და ანულირებული სიების აღდგენის გადაწყვეტილების მიღება.

დავითულიანის თქმითვე, ოპოზიციამ კანონები იცოდა, თუმცა, მდგომარეობის გამწვავების მიზნით სიები ჩახსნა.

„მათ იცოდნენ კანონი, იცოდნენ – ამას რა შედეგი მოჰყვებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ სიტუაცია გაემწვავებინათ, სიები ჩახსნეს. დღეს იღებენ შედეგს, როცა დეპუტატებს მათ მიერვე ჩახსნილი სიების გამო ვერ იმატებენ. საარჩევნო სიები ოპოზიციის გადაწყვეტილებით ჩაიხსნა და კანონის მიხედვით მათი აღდგენა არ შეიძლება. კანონის შეცვლას იმის გამო, რომ ოპოზიციას მაშინ ისე სურდა და ახლა ასე სურს, პირადად მხარს არ ვუჭერ – რატომ არ უნდა აცადო ადამიანს ის შედეგი მიიღოს, რა ნაბიჯიც თავად გადადგა?!“, – განაცხადა დავითულიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები