საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზად პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა სახელდება.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში 2022 წლის საგაზაფხულო სესიის სულ 26 სხდომა ჩატარდა და ლევან ვარშალომიძემ 26-ვე გააცდინა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს ეცნობება, რის შემდეგაც განსახილველად პირველივე სხდომაზე გავა.

ვარშალომიძე, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები