ლაგოდეხის მთებში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ლაგოდეხის მთებში კაცის ცხედარი იპოვეს. სავარაუდო ვერსიით, მამაკაცი სიმაღლიდან გადავარდა.

როგორც ცნობილია, გარდაცვლილი თამაზ კაპანაძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის მკვიდრია.

არსებული ინფორმაციით, კაცი რამდენიმე დღის წინ მთაში, სანადიროდ წავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს “კვირა” შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები