მიხეილ სარჯველაძე: თუ ოპოზიცია წლის ბოლომდე გონს ვერ მოეგება, არ მგონია, რომ 2023 წელს მათი გამოსწორების მაინცდამაინც დიდი მოლოდინები იყოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თუ რაიმე ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციის საკითხს, ეს ოპოზიციის იმ ნაწილის “გონზე მოსვლაა, რომელიც სამართლიანად იწოდება დესტრუქციულ ძალად”.

მისი თქმით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან 11-ის შესრულება სრულიად შესაძლებელია.

„11 პუნქტის განხორციელება მოსწრებადია და ამ ყველაფერზე მუშაობა დაწყებულია. პირველ პუნქტს რაც შეეხება, თუ ოპოზიცია წლის ბოლომდე გონს ვერ მოეგება, არ მგონია, რომ 2023 წელს მაინცდამაინც დიდი მოლოდინები იყოს მათი გამოსწორებისა და სწორ კალაპოტში ჩადგომის. დღეს თუკი რაიმე სჭირდება პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, ეს არის ოპოზიციის იმ ფლანგის გონზე მოსვლა, რომელიც სამართლიანად იწოდება დესტრუქციულ ძალად“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები