ბათუმელმა მეზღვაურებმა 52 მიგრანტი გადაარჩინეს

მალტის დროშის ქვეშ მცურავ, თურქულ ტანკერზე მყოფმა სამაშველო ეკიპაჟმა, რომელშიც 9 ქართველია, 52 ადამიანი, მათ შორის, ორსული და 3 ბავშვი 5-ბალიანი შტორმისგან იხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მიგრანტები ოკეანის გავლით, აფრიკიდან ესპანეთში გადასვლას ცდილობდნენ. ისინი 3 დღის განმავლობაში ღია ზღვაში, ტივზე საკვებისა და წყლის გარეშე იმყოფებოდნენ.

მაშველებმა, შტორმისა და ცუდი ხილვადობის პირობებში, მიგრანტების ბორტზე უსაფრთხოდ აყვანა მოახერხეს და მითითების შესაბამისად, მათ აფრიკის სანაპიროებზე დააბრუნებენ.

სამაშველო ეკიპაჟში შემავალი ქართველი მეზღვაურები არიან: ზაზა ჭაღალიძე, ზვიად ქობულაძე, ნუგზარ ბერიძე, მინდია აბუსერიძე, კახა ადამია, შალვა სვანიძე, დილარ ცეცხლაძე, მანუჩარ კობალაძე და გიორგი ცეცხლაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები