მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას” – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

12 მოციქულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

ცნობისთვის, დღეს ეკლესია წმინდა მოციქულებს: პეტრესა და მის ძმას ანდრიას, იაკობსა და მის ძმას იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესს, იუდა იაკობისას (თადეოზისა), სიმონ მოშურნეს და მატათას იხსენიებს.

სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას“ აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები