ჩასივ-იარში 5-სართულიანი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა(ფოტო,ვიდეო)

ოკუპანტების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ-იარში 5-სართულიანი შენობის დაბომბვის შედეგად ნანგრევებიდან ამოყვანილი ცხედრების რაოდენობა 17-მდეა გაზრდილი.

ამის შესახებ დონეცკის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარი სამმართველო იტყობინება.

აღინიშნება, რომ 11 ივლისს 07:00 საათის მდგომარეობით, ნანგრევებიდან ამოყვანილია 17 ცხედარი, 6 ადამიანი გადაარჩინეს, დანგრეული კორპუსის დაახლოებით 137 ტონა ელემენტია გასუფთავებული, სამუშაოები გრძელდება.

წინასწარი ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა კიდევ 22 ადამიანი რჩებოდეს, მათ შორის ერთი ბავშვი, 9 წლის ბიჭი.

9 ივლისს საღამოს ოკუპანტებმა ქალაქი ჩასივ- იარი დაბომბეს. ერთ-ერთი ჭურვი 5-სართულიან საცხოვრებელ კორსპუსს მოხვდა, შენობის ორივე სადარბაზო მთლიანად არის დანგრეული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები