ბარბარე რაფალიანცის ოჯახი მანანა ბერიკაშვილთან შეხვედრას ითხოვს

   2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ღამეს გარდაცვლილი ჩვილის, ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ. მათ შსს-ს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძესა და კულტურის მინისტრის მოადგილე, მანანა ბერიკაშვილთან შეხვედრის მოთხოვნით მიმართეს.
როგორც გარდაცვლილი ჩვილის ოჯახს შს სამინისტროში განუცხადეს, მინისტრი სამინისტროში არ იმყოფება და მოგვიანებით მის მოადგილეს შეახვედრებენ. ამის შემდეგ რაფალიანცის ოჯახის წევრებმა კულტურის სამინისტროსთან გადაინაცვლეს. მათ მანანა ბერიკაშვილთან კითხვები აქვთ.
“ამასთან დაკავშირებით პასუხი ბერიკაშვილს არ გაუცია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა სწორედ ეს იქნება. გამოძიება შეფერხებულია და არ გვაქვს წარმოდგენა რატომ არ გრძელდება. ჩვენთვის ამ დროისთვის ბავშვის გარდაცვალების შესახებ არაფერია ცნობილი”, – განაცხადა პავლე რაფალიანცმა.
ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრები დღესვე კანცელარიასთან მისვლას გეგმავენ, სადაც ისინი პრემიერ-მინისტრ ირაკალი ღარიბაშვილთან შეხვედრას მოთხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები