ვლადიმერ პუტინი: გვესმის, რომ ბრძოლის ველზე ჩვენი დამარცხება უნდათ, რა შეგვიძლია ვთქვათ? დაე, სცადონ

დღეს გვესმის, რომ ბრძოლის ველზე ჩვენი დამარცხება უნდათ. რა შეგვიძლია ვთქვათ? დაე, სცადონ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთს სურს რუსეთთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე.

„დღეს გვესმის, რომ ბრძოლის ველზე ჩვენი დამარცხება უნდათ. რა შეგვიძლია ვთქვათ? დაე, სცადონ. ბევრჯერ გვსმენია, რომ დასავლეთს უნდა ჩვენთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე. ეს უკრაინელი ხალხისთვის ტრაგედიაა. მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი აქეთკენ მიდის. თუმცა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ, ზოგადად, ჯერ არაფერი დაგვიწყია სერიოზულად“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები