ირაკლი ზარქუა: “ეფესბეს” გარკვეული ჯგუფი საქართველოში უკვე დიდი ხანია, არის, მას ჰქვია “ნაციონალური მოძრაობა”, ხოშტარია და ა.შ. რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ
ვადასტურებ ვაშაძის განცხადებას, დიახ, “ეფესბეს” გარკვეული ჯგუფი საქართველოში უკვე დიდი ხანია, არის, მას ჰქვია “ნაციონალური მოძრაობა”, ხოშტარია და ა.შ. რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, რომ საქართველო ომში ჩართოს და ქვეყანა არიოს.
“მათ მცდელობა აქვთ, რომ საქართველო ომში ჩართონ, ეს ქვეყანა არიონ და ქაოსში გადააგდონ. ამისთვის 3 მცდელობა ჰქონდათ, თუმცა, არაფერი გამოუვიდათ და არც მომავალში გამოუვათ. რაც შეეხება ვაშაძეს, გადაეცით, რომ იდიოტია”, – განაცხადა ზარქუამ.