შალვა პაპუაშვილი: გუშინ ჩვენ ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომელიც, ფაქტობრივად, პოლიტიკურ პარტიებად იქცა
სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები არასამთავრობო სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს, პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში და არიან მონაწილე ჩვეულებრივი პოლიტიკური დღის წესრიგის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის არასამთავრობო სექტორი დროა, პოლიტიკურ პარტიებად გადაკეთდეს.
“დიდი ხანია, ვაფრთხილებდით ამ კონკრეტულ არასამთავრობოებს, რომ საბოლოოდ ეს დამთავრდებოდა მათი დისკრედიტაციით და ასეც მოხდა. სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები სექტორი ასე ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს, პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში და არიან მონაწილე ჩვეულებრივი პოლიტიკური დღის წესრიგის. გუშინდელი დღე იყო ამის პიკი, როდესაც ჩვენ ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებად იქცა, ფაქტობრივად. ამიტომაც არის, საკუთარი მხარდამჭერებიც კი მოუწოდებენ მათ, რომ ალბათ დროა, გადაკეთდნენ პოლიტიკურ პარტიებად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.