გოგა ხაინდრავა: აქციები  ეროვნულ სპორტად გვექცა,  სააკაშვილი  აღარავის ახსოვს,  დღეს ისიც კი რცხვენიათ, რომ  ვიღაცამ  „თავისუფლება მიშას“ პლაკატი ასწიოს 

ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ  საქართველოში აქციები  ეროვნულ სპორტად გვექცა,  – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ  „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

ხაინდრავა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

„ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ  საქართველოში აქციები  ეროვნულ სპორტად გვექცა,   ამ 30 წლის განმავლობაში, ძირითადად, ამ გზას მივყვებით. ერთი შემთხვევის გარდა, არცერთხელ ამას ჩვენთვის რაიმე შედეგი არ მოუტანია. ყოველ შემთხვევაში, დადებითი. არც ის იყო მაინცდამაინც კარგი,  2003 წლის,  მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმან  ადამიანებისთვის,  ვინც ამას ატარებდა, შედეგი გამოიღო. ქვეყანამ ამისგან რამდენად იხეირა, ეს ყველა თქვენგანმა  განსაჯოს.

ამ შემთხვევაში, ჩვენ საქმე გვქონდა “შიკრიკების რევოლუციასთან“.   რატომ შიკრიკების –  ამის განმარტება მარტივია.  შიკრიკები არიან ადამიანები, რომლებსაც ინფორმაცია  მიაქვთ და მოაქვთ. მეტი არანაირი დანიშნულება არ გააჩნიათ.  ესაა ამ შიკრიკების გაერთიანებაა, რომლების   ერთადერთი საქმეა,  აქედან წაიღონ ინფორმაცია, როგორც წესი სიცრუე და ცილისწამება,  იქიდან კი  ინსტრუქციები წამოიღონ და შემდეგ გაახმოვანონ. დასავლეთის ქვეყნებში მათ ვოიაჟს ვგულისხმობ. ზოგიერთის მარშრუტი რუსეთისკენაა. შეიძლება,  პირდაპირ იქ არ დადიან, მაგრამ იდეები იქიდან მოაქვთ. ეს „შიკრიკების“ რევოლუცია“  თავიდანვე განწირული იყო. შიკრიკს არაფრის უნარი არ აქვს, გარდა იმისა, რომ რაღაც წაიღოს და მოიტანოს. იმის უნარიც არ აღმოაჩნდათ, რომ აქ წესიერად მოიტანონ  ის, რას ითხოვს ჩვენგან ევროპული ბიუროკრატია.

არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ ევროპული ცნობიერება და ევროპული ბიუროკრატია  ორი სხვადასხვა რამაა. ევროპული ცნობიერება   სიმართლე, კანონი,  წესიერება , ქრისტიანული რწმენაა. ევროპული ბიუროკრატია არის პოლიტიკური კორუფცია,  სიცრუე,  საკუთარი პიროვნების განდიდება  და უამრავი მანკიერება, რომლის მოწმენიც  მთელი ამ წლების მანძილზე გავხდით. განსაკუთრებით – უკანასკნელ დროს, მას შემდეგ,  რაც მსოფლიო შეტრიალდა. 24 თებერვალს ვგულისხმობ,  მას შემდეგ, რაც მესამე მსოფლიო ომი დაიწყო. ყველა გონიერი ადამიანი, ვინც მოვლენებს აკვირდება,   ხვდება რომ  ცივილიზაციური ომთან გვაქვს საქმე. ერთ მხარესაა.ე.წ დასავლური სამყარო,  მეორე მხარეს რუსეთი და მისი სატელიტები,  რომლებიც  მზად არიან,   ამ სამკვდრო – სასიცოცხლო ბრძოლაში მას მხარში დაუდგნენ. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა ბელარუსია. ამის შესახებ გუშინ და გუშინწინ პირდაპირ მოვისმინეთ განცხადება, რომ სამხედრო ძალები ერთი ჰყავთ და, პრაქტიკულად,  ერთ სახელმწიფოდ ყალიბდებიან. გასაგებია, რომ რამდენიმე ხანში ბელარუსია ჩაერთვება ამ კონფლიქტში, თუ უკვე ჩართული არაა. მის ტერიტორიას ადრეც იყენებდნენ როგორც დასაბომბად,  ისე – სამხედრო ნაწილების გადასაადგილებად. ჩვენ ჩვენს შიკრიკებს მივხედოთ”, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით,  საქართველოს არევის გაუთავებელი  მცდელობა სახეზეა.

„ვინც ტრიბუნაზე დგანან, ისინიც შიკრიკები არიან, რადგან თავად არანაირი გეგმა არ გააჩნიათ, ერთადერთი, რაც მათ ევალებათ – ამ მთავარი შიკრიკების ამბავი საზოგადოებამდე მიიტანონ. ამასაც ვერ ახორციელებენ  იმიტომ, რომ უნარი არ აქვთ, უნიჭოები არიან. არანაირი გამოცდილება, არანაირი დიდი გზა, რომელიც ქვეყანამ 30 წლის განმავლობაში გამოიარა, მათთვის ნაცნობი არ არის.  რადგან არაფერს კითხულობენ, არაფერს ნახულობენ. ერთადერთი ვნება და პატივმოყვარეობა ამოძრავებთ, გუშინ ვნახეთ შედეგი. ტრიბუნაზე იდგნენ ადამიანები, რომელთა დრამატურგია საპირფარეშოში იწყება  და ალბათ, იქვე მთავრდება.  რევოლუციური მოვლენების დრამატურგია და საპირფარეშოს დრამატურგია ორი სხვადასხვა რამეა. ბუღაძემ ეს არ იცის, არც დიღმელაშვილმა.   დიღმელაშვილს ლიტერატურული დრამატურგიაც არ გაუგია, ბუღაძეს ეს მაინც გაუგია, მაგრამ ისე მიეჩვია მის საპირფარეშოში ჩამოყალიბებას, რომ იმის იქით ვეღარ წავიდა.

შედეგი სახეზეა: საქართველოს არევის გაუთავებელი მცდელობა, ეს პატარა ქვეყანაა, არ ვართ ძლიერი დემოკრატია,  არც ძლიერი ეკონომიკა გვაქვს, ნებისმიერი ასეთი გამოვლინება ჩვენი მტრების სასიხარულოდაა, განსაკუთრებით, ჩრდილოელი მტრის. ამ ხნის განმავლობაში კარგად დავინახეთ რეალური, პირდაპირ რუსული აგენტურა, ჯერ ეს იყო გრიგოლ ვაშაძე,    ცნობილი ჩეკისტი, რომელიც ქვეყანაში ლამის პრეზიდენტად დაგვისვეს, ასევე, ლიაკა ხოშტარია, რომელზეც იმთავითვე ყველასთვის ცნობილი  იყო, რომ საბჭოთა სამჭედლოში იყო გაზრდილი, იქიდანვე არიან წარმომავლობით სააკაშვილი, ძმები ბეჟუაშვილები, ნაყოფია.  ყველას ფესვი რუსეთშია. უბრალოდ,  დღეს სინდის-ნამუს დაკარგულებს,  მაგათ საროსკიპოებს ვეძახი, რადგან მედიასთან არანაირი კავშირი  არ აქვთ,  ყველაფერი აბსოლუტურ სიცრუეზე აქვთ  აგებული. ბუნებრივია,  ეს გარკვეულწილად,   განსაკუთრებით ახალგაზრდებზე მოქმედებს. მე  ეს  მაწუხებს,  ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, ვისაც შვილიშვილი ჰყავს, უკვე 19 წლის. რასაც მე იქ ვხედავ, სტუდენტებს –  ესენი არიან  აბსოლუტურად სიცრუესა  და სიბნელეში გაზრდილი ახალგაზრდები. სხვანაირად როგორ შეიძლება,  იდგე იქ, იმ თავყრილობაში, რომელსაც მეგის ქარდავა მიესალმება, მიმართავს, მოძღვრავს, რომ ცოტა ხანში სინათლე იქნება, რომელსაც ის,  ეტყობა,  საპყრობილიდან გამოიტანს. ეს სინათლე ყველამ კარგად ვიცით, რაც იყო“, –  განაცხადა ხაინდრავამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია აღარავის ახსოვს.

„სხვათა შორის,  საინტერესო ამბავია: სააკაშვილი  აღარავის ახსოვს.  ის  გამოიყენეს,  როგორც შეეძლოთ და  დღეს ისიც კი ერცხვინებათ, რომ იქ ვიღაცამ  „თავისუფლება მიშას“ პლაკატი ასწიოს. ამის წინააღმდეგები  არიან. ისევე როგორც გვარამია, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანს გარდა, აღარავის ახსოვს. ესაა ხვედრი იმ ადამიანებისა, რომელთაც საფუძველი არ გააჩნიათ, მყიფე ჭაობის ზედაპირზე დგანან. როგორც წესი,  შემდეგ იმ ჭაობში ამოყოფენ ხოლმე თავს.

როდესაც ტრიბუნაზე დგანან, ან ტრიბუნის უკან იმალებიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ,  ასეთ რამეს:  რომ, თურმე,  საქართველოში ყველაზე ბნელი ხედვების გამავრცელებელი ცენტრი  საპატრიარქო ყოფილა. თურმე,  თავისუფლების მთავარი მტერი  საპტრიარქო ყოფილა.  როგორ ფიქრობთ,  რა წარმატების შანსი უნდა ჰქონდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც  მსგავს რამეს ფიქრობენ, აღარ ვლაპარაკობ იმაზე,  რომ მსგავს რამეს აცხადებენ. როდესაც ეს ბეცები, უვიცები, თავისი არსით შიკრიკები    ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობენ, იღებენ იმას, რაც გუშინ მიიღეს.  ასე იქნება სულ. შემდეგი მცდელობა შემოდგომაზე იქნება.  იმიტომ, რომ ახლა დასცხათ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები