რუსეთის ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მოუწოდებს პარტნიორებს, რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ თანამედროვე სარაკეტო სისტემები, რათა გადაარჩინონ ადამიანების სიცოცხლე.
„რუსეთის ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ღამით ოდესის რაიონზე სარაკეტო შეტევები განხორციელდა, რის შედეგადაც ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები დაიღუპა. მოვუწოდებ პარტნიორებს, რაც შეიძლება მალე მიაწოდონ უკრაინას თანამედროვე სარაკეტო თავდაცვის სისტემები. დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ სიცოცხლე და დავასრულოთ ეს ომი“, – წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.