ქარელში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქარელში, მუსხელიშვილის ქუჩის 2 ნომერში საცხოვრებელი კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,მუსხელიშვილის #2″-ის სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარე პროცესი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეტალოპლასტმასის ფანჯრებისა და ვიტრაჟების მოწყობის, კედლების შეფითხვის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 4 სადარბაზოს რეაბილიტაცია. მოეწყობა შესასვლელი ლითონის კარები, სადარბაზოს ბაქნებზე კერამიკული ფილის იატაკი და შეიღებება კედლები. სამუშაოებს ი.მ ,,ნანა ლოთიშვილი” ასრულებს.

რეაბილიტაცია ქარელის მუნიციპალიტეტში მოქმედი „ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის თანადაფინანსების” პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები