ბექა დავითულიანი – “ქართული ოცნებიდან” სამი დეპუტატის წასვლაზე: მათთვის მნიშვნელოვანია, ეს გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან კონიუნქტურით შეზღუდულები არ იყვნენ
წავიდნენ კონკრეტული მიზეზების გამო, რადგან „ქართული ოცნების“ უმრავლესობის შიგნით ყოფნა ზღუდავს გარკვეული კონიუნქტურით მათი გამოხატვის თავისუფლებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ სამი დეპუტატის სათქმელი, რის გამოც მათ „ქართული ოცნება“ დატოვეს, საგარეო პოლიტიკას უკავშირდება.
“იმ მაღალი რისკების ფონზე, რაც ჩვენს რეგიონში, კონტინენტზე და მსოფლიოში ტრიალებს, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან კონიუნქტურით შეზღუდულები არ იყვნენ”, – აცხადებს ბექა დავითულიანი.