ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში, ნატო-ს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურებისთვის გამართულ ვახშამს დაესწრო

მადრიდში, ესპანეთის მეფის ფილიპე VI-ს სახელით, ნატო-ს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ ვახშამი გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

​მათივე ცნობით, შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ესპანეთის მეფემ, ფილიპე VI-მ. ნატო-ს სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები