ბაიდენის მეუღლესა და ქალიშვილს რუსეთში შესვლა აეკრძალათ

მოსკოვმა შეერთებული შტატების წინააღმდეგ პერსონალური სანქციების სია გააფართოვა და მასში კიდევ 25 ადამიანი შეიყვანა, მათ შორის, სანქციები შეეხო აშშ-ის პირველ ლედის – ჯილ ბაიდენს და აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილს – ეშლი ბაიდენს.

”რუსი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგ, აშშ-ის მზარდ სანქციებზე საპასუხო ზომის სახით, ე.წ. “სტოპ-სიაში” შეგვყავს რუსოფობური კურსის ფორმირებაზე პასუხისმგებელი 25 სენატორი, “მაკფოლ-ერმაკის” ჯგუფის მონაწილეები, ასევე ჯო ბაიდენის ოჯახის წევრები”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთში სანქცირებული აშშ-ის მოქალაქეების საერთო რაოდენობამ 1048-ს მიაღწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები