რამზან კადიროვმა ჩეჩნეთში ახალი ბატალიონი – “დასავლეთ-ახმატი” შექმნა, რომელიც, მისი თქმით, კეთილმოწყობილ ბაზებში იქნება დისლოცირებული.
მისი განმარტებით, შექმნილი ბატალიონი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხრეთის სამხედრო ოლქის დაქვემდებარებაში იქნება.
ბატალიონს უხელმძღვანელებს ისმაილ აგუევი, რომელმაც, კადიროვის თქმით, “დონბასში გამოიჩინა თავი”.
“მებრძოლებისთვის შეიქმნება ყველა პირობა, კომფორტული საცხოვრებლით და შტაბ-ბინით დაწყებული, ფეხბურთის, ფრენბურთის, ჩოგბურთის და სავარჯიშო მოედნებით დამთავრებული. ვამაყობ, რომ უმოკლეს დროში მოვახერხეთ “დასავლეთ – ახმატის” ბატალიონის ჩამოყალიბება და ჩეჩენი ხალხის ღირსეული შვილებით დაკომპლექტება, რომლებიც მზად არიან, სამშობლოს წინაშე თავიანთი მოვალეობა შეასრულონ”, – წერს კადიროვი.