ყირიმის დაბრუნების მცდელობისთვის, მედვედევი მესამე მსოფლიო ომით იმუქრება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ყირიმის დაბრუნების უკრაინის მცდელობა – ომის გამოცხადებას ნიშნავს, და თუ ის იმ დროისთვის ნატოს წევრი ქვეყანა იქნება, ეს მესამე მსოფლიო ომსაც არ გამორიცხავს.

მედვედევმა თქვა, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანების შემთხვევაში ბევრად უფრო დიდ საფრთხეს ხედავს, ვიდრე ფინეთისა და შვედეთის შესვლაში, რადგან მასში „გადაუჭრელი ტერიტორიული დავები და რეგიონების სტატუსის განსხვავებული გაგებაა“.

„ჩვენთვის ყირიმი რუსეთის ნაწილია და ეს სამუდამოა. ყირიმის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა – ომის გამოცხადებაა. და თუ ამას ნატოს წევრი ქვეყანა გააკეთებს, ეს არის კონფლიქტი მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, მესამე მსოფლიო ომი, ტოტალური კატასტროფა“, – განაცხადა მედვედევმა.

მანვე დასძინა, რომ ნატოში ფინეთისა და შვედეთის შესვლა “ახალ საფრთხეს არ შეიცავს”, მაგრამ რუსეთი საპასუხოდ ჩრდილოეთ საზღვრებზე ძალებს გააძლიერებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები