აშშ-ს ტეხასის შტატში სატვირთოში 46 მიგრანტის ცხედარი იპოვეს,
ABC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაკავებული არიან ეჭვმიტანილები.
ასევე, 16 დაზარალებულია ჰოსპიტალიზირებული, მათგან ოთხი ბავშვია.
როგორც სან ანტონიოს სახანძრო დეპარტამენტის განაცხადეს, მანქანაში არც წყალი და არც კონდიცირება იყო.
დაღუპულთა შორის როგორც კაცები, ისე ქალები არიან, მათი უმეტესობა ახალგაზრდაა.
დაწყებულია გამოძიება.