სანდრო რაქვიაშვილი: ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, ვისაც არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, სთხოვონ მას, რომ მტკიცებულებები დადოს

ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, ვისაც არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, რომ მას სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ცუდად გამოიყურება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში მართლა ვეხმარებით ეს ისეთი მასშტაბია, რომ სტატისტიკაში გამოჩნდებოდა, შესაბამისად, ამის დამალვა შეუძლებელი იქნებოდა.

“ვიდრე მტკიცებულება არ დაიდება, შთაბეჭდილება რჩება, რომ არახამია ცდილობს, გაამართლოს ის ნარატივი, რაც „ქართული ოცნებიდან“ მოდიოდა, რომ მეტი საქმე არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ებრძოლონ. რომ წარმოიდგინოთ, რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ვეხმარებით ისეთი მასშტაბია, რომ ეს უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, ეს სტატისტიკაში გამოჩნდებოდა – გაიზრდებოდა რეექსპორტი ნავთობის ან რაღაც მოხდებოდა. ჩვენთან შედარებით, რუსეთისა და უკრაინის მასშტაბი იმხელაა, რომ ამის დამალვა შეუძლებელი იქნებოდა. თუ ეს მასშტაბი მცირეა, გაურკვეველია ამხელა ყურადღება რატომ არის. ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, ვისაც არახამიასთან მჭიდრო კონტაქტი აქვთ, მოვუწოდებდი, რომ მას სთხოვონ, მტკიცებულებები დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ცუდად გამოიყურება. ჩემთვის უცნაურია, როცა ასეთი ყურადღებაა იმ საკითხის მიმართ, რომელიც თეორიულად უკრაინისთვის მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს, მაგრამ ვინაიდან, არახამიას არ ვიცნობ, ვინც იცნობს, სჯობს, ურჩიოს, რომ მტკიცებულებები დაიდოს. მტკიცებულებები უნდა დაიდოს, ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი უნდა გაირკვეს. თუ ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს აკეთებს, ეს სერიოზული ამბავია, მაგრამ მე ამ ყველაფერს სკეპტიკურად ვუყურებ“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ამასთან, მისივე თქმით, „ივანიშვილი ჩართულია ტერორიზმის დამფინანსებელი ქვეყნის დახმარებაში სანქციების გვერდის ავლით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები