შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა განაცხადა.
კელი დეგნანი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც მაღალი რანგის ლიდერებთან შეხვედრებს მართავს.
„მოგესალმებით ვაშინგტონიდან. აქ მაღალი რანგის ლიდერებთან შეხვედრები მაქვს მისიის ხელმძღვანელთა ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც მთელი მსოფლიოდან თავს უყრის აშშ-ის ელჩებს (მათ შორის, ნაცნობ სახეებსაც შეამჩნევდით).
ვაშინგტონში, ისევე – როგორც თბილისში, ნათელია, რომ შეერთებული შტატები მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის აშკარა სურვილს და ხელი შეუწყოს რეფორმების განხორციელებას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – აღნიშნულია კელი დეგნანის განცხადებაში.