აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას

ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 20 ივნისის აქციის – “შინ, ევროპისკენ” ფოტოსთან ერთად გამოქვეყნდა.

აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას განაგრძობს.

“შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები