ზელენსკი: რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება, რადგან მთელ ყოფილ სსრკ-ს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება, რადგან მთელ ყოფილ სსრკ-ს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

როგორც მან ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან, ქსავიერ ბეთელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თუ უკრაინა ზეწოლას ვერ გაუძლებს, საბჭოთა ყოფილი რესპუბლიკები შესაძლოა, რუსეთის თავდასხმის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ.

„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსეთის ფედერაცია არ გაჩერდება ჩვენს ტერიტორიაზე, უკრაინის ტერიტორიაზე.

ამიტომ, ჩვენ გვესმის, რომ თუ ჩვენი სახელმწიფო ზეწოლას ვერ გაუძლებს, მაშინ ჩვენ შემდეგ, ჩვენი მეზობლები, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რუსეთის თავდასხმის საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები