მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიცია კონსტრუქციულობის ჩარჩოებში ჩაჯდება, შესაძლებელი გახდება, უმთავრესი რეკომენდაცია შევასრულოთ და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების კიდევ უფრო სწრაფ ტემპს

ყველამ ერთად უნდა მოვუწოდოთ ჩვენს ძვირფას ოპონენტებს, რომ პოლარიზაცია შეამცირონ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ოპოზიცია კონსტრუქციულობის ჩარჩოებში ჩაჯდება, შესაძლებელი გახდება, უმთავრესი რეკომენდაცია შევასრულოთ და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების კიდევ უფრო სწრაფ ტემპს

“ძალიან ნიშანდობლივია, რომ პირველივე, ყველაზე მკაფიო რეკომენდაცია შეეხება დეპოლარიზაციას და ჩვენი ევროპელი პარტნიორები და მეგობრები პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ამას მოგვიწოდებენ და პრიორიტეტულ საკითხად განიხილავენ. ასევე მნიშვნელოვანია, ვინაა პოლარიზაციის წყარო. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა მოვუწოდოთ ჩვენს ძვირფას ოპონენტებს, რომ პოლარიზაცია შეამცირონ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის. ეს 2020 წლის არჩევნების შემდეგ კარგად გამოჩნდა, მაგრამ მეორე მხრიდან ყოველთვის მოდის დაუსაბუთებელი, გამოგონილი ამბების საფუძველზე შექმნილი პოლარიზაცია, რაც უნდა შემცირდეს. თუ ისინი შეამცირებენ ფეიკებს, ზიზღს, სიძულვილს და ოდნავ მაინც თავს ზემოთ ძალას იპოვიან, კონსტრუქციულობისა და რეალურობის ჩარჩოებში ჩაჯდებიან, შეიძლება, ჩვენ, ყველაზე მარტივად, ეს პირველი და უმთავრესი რეკომენდაცია შევასრულოთ და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების კიდევ უფრო სწრაფ ტემპს, რისი საფუძველიც ბევრი გვაქვს”, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები