მდინარაძე – ევროკომისიის რეკომენდაციაზე: შეიძლება, მეტს ველოდით, მაგრამ რომ არა უკრაინაში წარმოებული ომი, საერთოდ არ იქნებოდა ამ თემაზე საუბარი

პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ყველა ობიექტური კრიტერიუმით პირველ ადგილზეა, ბუნებრივია, ჩვენია და ნეგატიურ თემებთან დაკავშირებითაც ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ამას ვერავინ გაექცევა. ობიექტური კრიტერიუმებიდან გამომდინარე, საქართველო ასოცირებულ ტრიოში არის პირველ ადგილზეა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თუკი საუბარია პრობლემებზე, გამოწვევებზე, ომზე, ამ შემთხვევაში, საქართველო ბოლო ადგილზეა.

„ამ მიმართულებით, სამწუხაროდ, შეუდარებლად დიდი პრობლემები აქვს უკრაინას; ოკუპანტი ქვეყანა ახორციელებს ომს და პრობლემების ის პირველ ადგილზეა. მას სჭირდებოდა მორალური მხარდაჭერა, გარკვეული წახალისება და ევროპამ მასთან მიმართებით ეს სწორი ნაბიჯი გადადგა, ასევე, მძიმე მდგომარეობაშია (არა ამდაგვარად) მოლდოვა, სადაც ნახევარი მილიონი ლტოლვილია მეგობარი უკრაინიდან. 2.5-მილიონიან ქვეყანაში. იქაც პრობლემა ბევრია, მეტი პოტენციალი ჰქონდა, თუმცა, მხოლოდ 1%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და, რა თქმა უნდა, მასაც სჭირდებოდა გარკვეული წახალისება. მესამე ქვეყანაა საქართველო, რომელსაც ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს და გარკვეული დათქმები ისევე, როგორც მოლდოვას და უკრაინას აქვს, ოღონდ ის დათქმები იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ჩვენც გვაქვს და ამ თანაბარი დათქმების პირობებში გადაგვივადეს კანდიდატის სტატუსი მონიჭება, თუმცა, ევროპული პერსპექტივის აღიარება უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. შეიძლება მეტს ველოდით, მეტის სურვილი გვქონდა, მაგრამ რომ არა უკრაინაში წარმოებული ომი, საერთოდ არ იქნებოდა ამ თემაზე საუბარი, ამიტომ პრიორიტეტი უკრაინას და მოლდოვას მიენიჭა. საქართველო ურყევად ივლის იმ გზაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის დაანონსებული და მისი ევროპული პერსპექტივა რომ გარდაუვალია, ეს თქვეს ევროპელმა ლიდერებმა დღეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები