დავით სერგეენკო – დაგეგმილ აქციებზე: საკითხებზე მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკურ ინსტიტუციებში უნდა იყოს და არა – ქუჩაში
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით სერგეენკო 16, 18 და 20 ივნისს დაგეგმილ აქციებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საკითხებზე მსჯელობა პოლიტიკურ ინსტიტუციებში უნდა ხდებოდეს და არა -! ქუჩაში.
„ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება და ამას ვერავის ავუკრძალავ, მაგრამ ღრმად მჯერა, რომ ასეთ საკითხებზე მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკურ ინსტიტუციებში უნდა იყოს და არა ქუჩაში. უკვე მართლა ზედმეტია, რაც ხდება – არის მცდელობა, რომ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც პოლიტიკურმა ინსტიტუციებმა საზოგადოებასთან ანგარიშგებით უნდა გადაწყვიტოს, ქუჩაში უნდა გადაწყდეს, რაც ცალსახად არასწორი მგონია.
ელჩებს აქვთ იმის უფლება, რომ დაესწრონ ნებისმიერ ღონისძიებას სადაც მოუნდებათ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ევროპული კურსის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქცია დღეს გაიმართება. 20 ივნისს დაგეგმილია აქცია “შინ ევროპისკენ”. პარტია “გირჩმა“ კი აქცია 18 ივნისს, დედაენის ბაღში დააანონსა.