მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, კლინიკა “ვივამედში” გაიმართება
ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს კლინიკა “ვივამედში” გაიმართება.
დღევანდელი პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.
გასვლითი სასამართლო სხდომის გამართვის შემთხვევაში, მესამე პრეზიდენტი საკუთარ პროცესს სასამართლო დარბაზის ნაცვლად სპეციალურად მომზადებულ პალატაში დაესწრება.
ბრალდებულის ადვოკატები, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სხდომის გადადებას ითხოვენ.