კელი დეგნანი: 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს, აშშ ცდილობს, საქართველო ომში ჩაითრიოს

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ის, რომ თითქოს აშშ ცდილობს, საქართველო ომში ჩაითრიოს – 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა.

მისივე თქმით, ევროკავშირი და ნატო მშვიდობასა და კეთილდღეობაზე დგას.

„100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს, აშშ ცდილობს, საქართველო ომში ჩაითრიოს.

ევროკავშირი და ნატო დგას მშვიდობაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე. თქვენ შეგიძლიათ ამის ნახვა ნებისმიერ ქვეყანაში: სტაბილურობა, კეთილდღეობა და მშვიდობა, რომელიც ევროატლანტიკური საზოგადოების წევრობას მოაქვს”, – აცხადებს ელჩი დეგნანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები