„რა უნდოდა რომ მოდიოდა? რისთვის მოდიოდა? ზის და ტირის ახლა, ტირით ყველანი” – მეუფე იაკობი – სააკაშვილზე
„რა უნდოდა რომ მოდიოდა? რისთვის მოდიოდა? ზის და ტირის ახლა, ტირით ყველანი, გამოუშვითო, მე დავიჭირე?”,- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
“როგორც საცოდავი და საწყალი კაცი, ციხიდან გასაგდებია. მაშინ ნუღარ იტყვით, მესამე პრეზიდენტიაო. თქვით, რომ ეშინია, შიშები აქვს და არ უნდა ციხეში. სხვებიც გავუშვათ, ვისაც არ უნდა ციხეში და გამოვუშვათ ყველა. მარტო მიშა რატომ? რა აქვს ისეთი გაკეთებული? ბოლო წლებში გაფუჭების გარდა რას აკეთებს? ჩემთვის გაფუჭების გარდა არაფერს აკეთებს. შემიძლია ისიც გავიხსენო, ვაშინგტონში ცნობილი პოლიტიკოსები როგორ აფასებდნენ. თუ არ გაჩერდებიან, ამას ცოტა ხანში სახალხოდ ვიტყვი“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.