დავითულიანი – ოპოზიციაზე: აქციებს აანონსებენ იმის იმედად, რომ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსი თუ ვერ მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, ამაზე აიყოლიონ ხალხის მასები
თუ ვინმე ამ ქვეყნის ინტერესებზე ზრუნავს, არ უნდა ეცადოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინ აქ ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომელიც ამას კიდევ უფრო შეუშლის ხელს, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებს.
მისი თქმით, აქციებს იმის იმედად აანონსებენ, რომ საქართველომ თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მოიპოვა, ქვეყანაში არეულობა შეიქმნას.
“აქციებს აანონსებენ იმის იმედად, რომ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსი თუ ვერ მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, ამაზე აიყოლიონ ხალხის მასები. თუ ვინმე ამ ქვეყნის ინტერესებზე ზრუნავს, არ უნდა ეცადოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინ აქ ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომელიც ამას კიდევ უფრო შეუშლის ხელს. მშვიდად თუ ჩაატარებენ აქციას, ჩაატარონ“, – აცხადებს დავითულიანი.