არჩილ თალაკვაძე: როცა საბოტაჟის მთავარი სპეციალისტი ნიკა მელია მოგვიწოდებს, რომ საბოტაჟს თავი დავანებოთ, ეს ღიმილის მომგვრელია და ცინიკური განცხადებაა

როცა საბოტაჟის მთავარი სპეციალისტი – ნიკა მელია მოგვიწოდებს, რომ საბოტაჟს თავი დავანებოთ, ეს ღიმილის მომგვრელია და ცინიკური განცხადებაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას და 20 ივნისს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დიდი ხანია, ნიკა მელია ქუჩის პოლიტიკოსია და საზოგადოებისთვის მისგან ასეთი მოწოდება ახალი არ არის.

“დიდი ხანია, ნიკა მელია ქუჩის პოლიტიკოსია და საზოგადოებისთვის მისგან ასეთი მოწოდება ახალი არ არის. ძალიან კარგად ვიცით, სინამდვილეში, მელია და მისი თანაგუნდელები სააკაშვილი, გვარამია როგორი ევროპელები იყვნენ, ეს არის ხალხი, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევდა ევროპის სახელით და მედიებს ხურავდნენ დემოკრატიის სახელით. ეს ხალხი ადამიანებს აწამებდნენ დემოკრატიის სახელით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები