სამნიძისა და ბერძენიშვილისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებულს სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ ირაკლი ხომასურიძეს, რა დროსაც მან “რესპუბლიკური პარტიის” წევრებს დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარემ, ვინაიდან არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები, პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა. დაცვის მხარე კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ხოლო ალტერნატივად 1 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.