კახა კალაძე: პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას

პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გვარამიას გარდა, საქართველოს კიდევ უამრავი პატიმარი ჰყავს.

“გვარამიას გარდა, საქართველოს უამრავი პატიმარი ჰყავს. დამნაშავე ყველა დამნაშავეა. ვინც დანაშაულს სჩადის, ყველა დამნაშავეა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების წინადადებით მიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები