ირაკლი ზარქუა: ქალბატონ ლომჯარიას ვურჩევდი, რომ ადეკვატური თემებით დაკავდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ “მთავარი არხის” დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ომბუდსმენის განცხადება შეაფასა და ნინო ლომჯარიას ადეკვატური საკითხებით დაინტერესება ურჩია.

“ქალბატონ ლომჯარიას მე ვურჩევდი, რომ რაღაც ადეკვატური თემებით დაკავდეს. რატომ ფიქრობს, აპრიორი შეწყალებაზე რატომ მიჰყავს საქმე. იქნება და ბატონ გვარამიას აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ მართალია და მეორე ინსტანციაზე იდავოს. თუ არა და, აგერ არის საერთაშორისო არბიტრაჟი, პირდაპირ შეწყალებაზე რატომ გადავიდა, არ არის ეს თემა მისი, შეეშვას”, – ამბობს ზარქუა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველმა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სასამართლოს მსჯელობა როგორც მსჯავრდების, ისე – სასჯელის განსაზღვრის კუთხით დაუსაბუთებელია.

ამასთან, სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, რომ მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება გამოიყენოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები